|
2016-07-18 15:01:43, 1464 ნახვა
კომენტარი
სოსო ფხაკაძე კონკურენციის სააგენტოსთან დავაზე: დარწმუნებული ვარ ჩვენს სიმართლეში, აუცილებლად გავიმარჯვებთ
"ვისოლ ჯგუფის" დირექტორი სოსო ფხაკაძე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და კონკურენციის სააგენტოს შორის არსებულ სამართლებრივ დავას გამოეხმაურა. როგორც ფხაკაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, დავას სამართლიანად მოიგებს: "ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ინტერესების დაცვას, უკვე სამართლებრივ ფარგლებში, სასამართლოს ვგულისხმობ. დარწმუნებული ვარ ჩვენს სიმართლეში, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ",-განაცხადა სოსო ფხაკაძემ. შეგახსენებთ, "ვისოლი" იმ ხუთ უმსხვილეს საწვავის რეალიზატორ კომპანიას შორის არის, რომელთაც შეთანხმებული ფასით მოქმედების მოტივით, საერთო ოდენობით 51.6 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრათ. ვისოლმა დაკისრებული 10.4 მლნ ლარის ჯარიმა სადავო გახადა. რაც შეეხება დაყადაღების წესის ცვლილებას, ფხაკაძის თქმით, ამ პროცესში თავადაც იყვნენ ჩართული და ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ კარგი გადაწყვეტილება მიიღო "კარგი გადაწყვეტილებაა, იმ სხვა პაკეტებთან ერთად, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მიიღეს, ეს ეხება მოგების გადასახადს, დამატებითი ღირებულების გადასახადსმ როდესაც იმპორტი ხდება მანქანა დანადგარების და კარგია, რომ ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ როგორც ხელსიუფლებამ, ასევე ბიზნესმა, რომ რაც შეიძლება მეტი გავუკეთოთ ბიზნესს, რათა განვითარდეს და უფრო მეტი ინვესტიციები შეიქმნას და შეიქმნას სამუშაო ადგილები",-აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)