|
2016-07-17 17:36:57, 1399 ნახვა
სხვადასხვა
ხვალ საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითრებისთვის“ გაიმართება
ხვალ, 10:30 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, გამართავს პირველ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას, თემაზე „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“. შეხვედრას გახსნიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე უცხოელი და ქართველი დელეგატი სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე ბიზნეს სექტორის მაღალი რგოლის მენეჯერები, სამოქალაქო სექტორის და საერთაშიროსო ორგანიზაციების წარმომადგენლები. განიხილება გზები თუ როგორ შეიძლება ადამიანური კაპიტალის განვითარება და პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, რათა ერთობრივი ძალისხმევით მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)