|
2016-07-14 15:08:41, 1483 ნახვა
კომენტარი
კობა დავითაშვილი: ამ საქმის შემსრულებლებს თავიდანვე შევუნდე
პოლიტიკოს კობა დავითაშვილის განცხადებით, მისი ცემის ფაქტის გახსნის შესახებ ინფორმირებული იყო. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ისინი დაპატიმრებულები იქნებიან თუ არა. „ინფორმირებული ვიყავი, რომ ჩემი ცემის ფაქტი გაიხსნა. ამ საქმის შემსრულებლებს, მე თავიდანვე შევუნდე და ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ისინი დაპატიმრებული იქნებიან თუ არა. რაც შეეხება საქმის დამკვეთებს, მე ვერ ვხედავ ამ ადამიანებში სინანულის გრძნობას. ვერც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხიდან, რომლებიც წარსულს არ ნანობენ“, - განუცხადა კობა დავითაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი გახსნა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა განხორციელდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)