04:35 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 12:01:28, 1439 ნახვა

კომენტარი
ოთარ დანელია: არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელაის განცხადებით, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას შარშანდელი რთველიც შეაფასა და მას წარმატებული უწოდა:

„შარშან, იყო ცრუ განგაში, იმასთან დაკავშირებით რომ არ იბარებდნენ ყურძენს, მაშინ როდესაც რთველი დაწყებული არ იყო. ჯერ კიდევ 2 კვირა იყო დარჩენილი, სანამ რთველი დაიწყებოდა, როდესაც ეს გზავნილები წამოვიდა, ჩვენ დავინახეთ, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩენილა, ანალოგიურად იქნება მიმდინარე წელს. ეს არის სწორი, ობიექტური შეფასების საგანი, სხვა არაფერი, ფაქტი სახეზეა, ჩვენ საქმით უნდა ვიხელმძღვანელოთ და შედეგებით, და შესაბამისად, შარშან იყო ძალიან პოზიტიური რთველი, ძალიან კარგი შედეგი დაიდო და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ასეულობით მილიონი შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის ოჯახებში”,-განაცხადა ოთარ დანელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics