22:41 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 11:49:39, 4457 ნახვა

კულტურა
თბილისში დიზაინის განვითარების მასშტაბური პროექტი "დიზაინი საქართველოდან" იწყება

თბილისის საკრებულოში დღეს, 19:00 საათზე, დიზაინის განვითარების მასშტაბური პროექტის "დიზაინი საქართველოდან" პრეზენტაცია გაიმართება.

თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, პროექტი „დიზაინი საქართველოდან - თბილისი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი" განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა და  "ქრიეიტივ ჯორჯიას" ორგანიზებით ხორციელდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრო,.

პროექტი „დიზაინი საქართველოდან - აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი" თბილისში არსებული დიზაინის ინდუსტრიების პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროექტი პირველ ეტაპზე ორიენტირებულია თანამედროვე დიზაინის პოტენციალის შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ახალგაზრდა დიზაინერების ხელშეწყობაზე, იდეის პროექტირების სრული ციკლის განმავლობაში, რაც ითვალისწინებს: სრულყოფილი პროექტის შექმნას, ასევე პროტოტიპის დამზადებას და „სტარტ-აპ" პრეზენტაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენას.  პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს თბილისში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე მუშაობის დაწყებას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება - 5 დღიანი ინტერაქტიული სემინარი, ამოქმედდება ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმა „თბილისი - რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი", მოეწყობა კონფერენცია  - „თბილისი -აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი"; პროექტი ჩაერთვება „შემოქმედებითი საქართველოს ფორუმში".

პროექტის განხორციელების შედეგად ამაღლდება სამიზნე აუდიტორიის ცნობიერება შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ; წახალისდება კრეატიული სტრუქტურა, ხელი შეეწყობა ინოვაციურ იდეებს; მეტი ადამიანი დასაქმდება შემოქმედებით ინდუსტრიებში; განვითარდება შემოქმედებით სექტორში დამწყები და მცირე მეწარმეობა; მოხდება თანამედროვე დიზაინის ინტეგრირება სხვადასხვა ბიზნეს სექტორებში, რაც გაზრდის  ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics