|
2016-07-11 13:58:30, 1353 ნახვა
სხვადასხვა
რეგიონული სასწრაფო დახმარების ექიმების გადამზადება იწყება
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მედპერსონალის გადამზადებას იწყებს. ექიმების ტრენინგს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სერგეენკომ აღნიშნა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სპეციფიკური დარგია და პერსონალს სპეციფიკური გადამზადება სჭირდება. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე გადამზადების მორიგი კურსი დაიწყო, რომლის ამოცანა ტრავმული პაციენტების სწორი სტაბილიზაცია და მათი სწორი მოვლაა. „სასწრაფო სამედიცინო დახმარება ძალიან სპეციფიკური დარგია, ისევე როგორც ყველა დანარჩენი და სპეციფიური მომზადება სჭირდება. სასწრაფო დახმარების ექიმების, ექთნების და ზოგადად, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მთავარი ფუნქციაა გადაუდებელი მდგომარეობების მმართვა. ახლა დაიწყო გადამზადების მორიგი კურსი, რომლის ამოცანა არის ტრავმული პაციენტების სწორი სტაბილიზაცია და მათი სწორი შემდგომი მოვლა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრინციპული მიმართულება. უკვე რაიონულ სასწრაფოს ექიმებს საშუალება ეძლევათ, რომ განახლებულ სასწავლო ცენტრში გაიარონ მომზადება. მათთვის ყველა პირობა არის შექმნილი. საბოლოო ჯამში მთელი საქართველოს მასშტაბით 850 ექიმი, 850 ექთანი და ასევე მძღოლი გაივლის შესაბამის გადამზადებას“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. პირველ ეტაპზე, გადამზადებას გადაუდებელ დახმარებაში სამეგრელოსა და სამცხე ჯავახეთის რეგიონის სასწრაფო დახმარების 15 ექიმი გაივლის. სასწავლო კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ექიმები ტრავმული პაციენტის მართვისა და სტაბილიზაციის საკითხებში გადამზადდებიან. მულაჟის გამოყენებით, ნაჩვენები იქნება სხვადასხვა მანიპულაცია. პრაქტიკულ მეცადინეობებში ექიმები ტრენერებთან ერთად ჩაერთვებიან. სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობისა და პროფესიული უნარების გადამზადების მიზნით, სასწრაფო დახმარების მედპერსონალი ყოველწლიურად გადამზადდება. ტრენინგები რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ორგანიზებით ეროვნულ ბაზაზე გაიმართება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)