|
2015-03-04 12:46:52, 1686 ნახვა
მსოფლიო
დონეცკში მაღაროს აფეთქებისას 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
დონეცკში ზასიადენკოს სახელობის მაღაროში აფეთქებისას 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ დონეცკის თვითგამოცხადებული რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყებიან. როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ციმბალეკომ განაცხადა, ამ დროისთვის მაშველები მაღაროდან გაზის ამოტუმბვას ცდილობენ. „ინციდენტის ადგილას მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი. ამჟამად მაშველები მაღაროდან გაზის ამოტუმბვას ცდილობენ, რათა შეძლონ აფეთქების ადგილას ჩასვლა და იქ დარჩენილი მუშების ამოყვანა“,- განაცხადა ვლადიმერ ციმბალეკომ. მისივე ცნობით, მიწის ქვეშ კიდევ 73 ადამანია დარჩენილი და ამ დრომდე მათი გამოყვანა ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, რომ დონეცკში ზასიადენკოს სახელობის მაღაროში 1230 მეტრის სიღმეზე აფეთქება გაზის ნარევების დაგროვების გამო მოხდა. აფეთქების დროს მაღაროში 207 ადამიანი იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)