|
2016-07-09 14:48:12, 1124 ნახვა
რეგიონი
„ზარალი საკმაოდ დიდია“ - ოთარ დანელია სამეგრელოში არსებულ ვითარებას გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამეგრელოს რეგიონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გზები და სახნავ-სათესი მიწები. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სიმინდის და სოიოს ყანები. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ხიდებისა და გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს. ,,დასავლეთში სტიქია მძვინვარებს. ზარალი საკმაოდ დიდია. არსებულ ვითარებას გავეცანი მარტვილში, აბაშასა და სენაკში. ვითარება ყველგან საკმაოდ რთულია. დატბორილია ათასობით ჰექტარი ფართობი, სასოფლო-სამეურნეო სავარგული, განადგურებულია მოსავალი. ზარალის დამთვლელი კომისია ადგილზე მუშაობს. ყოველ 10 წუთში განახლებულ ინფორმაციებს ვიღებთ. სამწუხაროდ, ზარალი ალბათ დიდი იქნება. ძირითადად, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რადგან რამდენიმე ხიდი წყალმა მთლიანად წაიღო, განადგურებულია სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზებიც”, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. დასავლეთ საქართველოში უკვე მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, საკარმიდამო ფართობები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. საქაღთველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად განხორციელების მიზნით მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)