|
2016-07-09 12:37:40, 1124 ნახვა
რეგიონი
სოფელ თამაკონსა და აბედათში 180-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელს პრობლემა შეუქმნა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც ჯამში 180-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები, დახოცილია შინაური ფრინველები. მარტვილის სოფლებში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ის სახლებიც დაათვალირა, სადაც წყალდიდობის გამო საცხოვრებელი ოთახები დაიტბორა. ცნობისთვის, მარტვილში შექმნილი ვითარების გამო შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც მხარის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. შტაბში ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან შესული. მარტვილისთვის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყება. თავდაპირველად სოფლების შიდა გზების და ხიდების აღდგენა მოხდება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)