|
2016-07-08 10:25:31, 1068 ნახვა
სხვადასხვა
ეკა ბესელია: ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის პროცესი მალე უნდა დასრულდეს
ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის პროცესი 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთეულ საქმეებს შეეხო. უამრავი ბიზნესმენი, რომელსაც კუთვნილი ქონება ან იძულების წესით ჩამოართვეს, ან სულაც საკუთარი ხელით "აჩუქებინეს" "ქართული ოცნების" მთავარი დანაპირების - სამართლიანობის აღდგენის შესრულებას დღემდე ელოდება. სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც პროკურატურაში შეიქმნა, მათი ხმამაღალი განცხადებებისა და ხმაურიანი პრეზენტაციის მიუხედავად, არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა. პროკურატურა ამას მტკიცებულებების არქონით ხსნის, საზოგადოების დიდი ნაწილი კი პროკურატურის არაეფექტური მუშაობით. რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას" თავისი ამომრჩევლისთვის, რომელიც მისგან ამ პირობის შესრულებას ელოდებოდა და რას პირდებიან 2016 წლის საპარლამენტო რჩევნებისთვის? ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის თემაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას საუბრობს: "მარტივი არ არის წლების წინ, სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების მიტაცებული ქონებაზე საქმეების ძიება. წლების წინ ჩადენილია, ფაქტები ცოტაა, ბევრი რამ ფალსიფიცირებულია, ქონება გადაყიდულია რამდენიმე მესაკუთრის ხელში.“- განაცხადა ეკა ბესელიამ. როგორც "ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის" თავმჯდომარე განმარტავს, პროკურატურასა და კომიტეტში ასობით საქმე დევს ქონება წართმეული მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საკუთრების დაბრუნებას ითხოვენ. თუმცა, პროცესი რთულია გამომდინარე საქმეების სიმრავლისგან და ფაქტების ნაკლებობისგან. "რთულია გამოძიების დასრულება ასეულობით საქმეზე. ვისურვებდი უფრო მალე დასრულებულიყო ეს პროცესი, მაგრამ როდესაც მსხვერპლი არის მოქალაქეების დიდი რაოდენობა და ასეულობთ საჩივარია შემოსული ქონების დაბრუნების მოთხოვნით... ბევრის ქონება უკვე მე-3, მე-4, მესაკუთრის ხელშია დიდი დრო სჭირდება, იმას რომ მიხვიდე ბოლო ეტაპამდე. ამ პროცესის გასაადვილებლად მივიღეთ ჩვენ, ბოლო ცვლილება რომელზედაც იმუშავა ,,ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა“ ,,იურიდულმა კომიტეტმა“ პროკურატურამ უსტიციამ ერთად. პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენების, ხელახალი გადახედვა. ეს ეხება მათ შორის ქონების საკითხებს. ეს მექანიზმიც მივიღეთ. დანარჩენი უკვე გამოძიების თემაა. ძალიან რთულია უკარნახო გამოძიებას რამე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
(NS)
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების ფილმმა ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)