|
2016-07-07 18:45:02, 901 ნახვა
სამხედრო
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის დაგეგმვის მთავარი კონფერენცია დასრულდა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში”, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ტერიტორიაზე “ნატო-საქართველოს სწავლება 2016”ის დაგეგმვის მთავარი კონფერენცია დასრულდა. დაგეგმვის მთავარი კონფერენცია 5 ივლისს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ გახსნა. ნატოს “მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JFTC), და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები სწავლებას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამი დღის განმავლობაში გეგმავდნენ. კონფერენცია ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისის" სერჟანტთა მომზადების სკოლის შტაბის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ დახურა. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016” იქნება პირველი ერთობლივი სწავლება, რომელიც ნატოს სწავლებების სიაშია შეტანილი. ამ სწავლების მეშვეობით ქართველი ოფიცრები განავითარებენ ნატოს ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარ ჩვევებს. სწავლება საშუალებას მისცემს ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, ნატოსთან უფრო თავსებადები გახდნენ. სწავლება მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ეხმარება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და სამხედრო ტრანსფორმაციაში. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება, რომელიც საქართველოს 2014 წლის უელსის სამიტზე მიანიჭეს. სწავლება მრავალეროვნული ბრიგადის დონის იქნება და JTEC-ში 10-დან 20 ნოემბრამდე გაიმართება.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)