|
2016-07-06 12:04:32, 1193 ნახვა
რეგიონი
ეკოტურისტული მარშრუტებისთვის გიდების გადამზადება გრძელდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს გიდების გადამზადებას აჭარის ეკოტურისტული მარშრუტების მიმართულებით. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, სააგენტოში ტრენინგები და ინფოტურები 15-მდე უცხოენოვანი გიდისთვის მიმდინარეობს, რომლებიც მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტის მიმართულებით გადამზადდებიან. მათივე ინფორმაციით, სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებისთვის მოეწყო ინფოტურები მაჭახელას ხეობაში, სადაც ისინი მირვეთის ველომარშრუტსა და ხეობის ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაოებებს გაეცნენ, დაათვალიერეს ხეობაში არსებული საოჯახო სახლები, ხელნაკეთი ნივთებისა და სხვა სერვისების მქონე ოჯახები. გარდა ამისა, ინფოტურების ფარგლებში გიდები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახლად გახსნილ, ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმსაც სტუმრობდნენ. მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტის შესახებ გიდებისთვის თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები ისტორიკოსებმა და ეთნოგრაფებმა ჩაატარეს. ტრენინგების დასრულების შემდეგ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ გადამზადებული გიდების ბაზა ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა და მოხდება მათი პოპულარიზაცია.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)