|
2015-03-03 09:39:02, 614 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ივანიშვილი კომენტარის გაკეთებისას ყოველთვის მართალი არ არის
„არის თუ არა სწორი ყოველთვის ბიძნა ივანიშვილი, როცა კომენტარს აკეთებს? – არა, ისევე, როგორც მე არ ვარ ყოველთვის მართალი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჯორჯ–თაუნის უნივერსიტეტში განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა,იგი გავლენას მაინც ინარჩუნებს. „ბიძინა ივანიშვილს არასდროს უთქვამს, რომ ის ქვეყნიდან გაქრებოდა, მან თქვა მხოლოდ ის, რომ პოლიტიკიდან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადავიდოდა. მან დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „ მოქალაქე“ და სურს იყოს აქტიური ამ კუთხით. მისი კომენტარები და აზრი არ არის მხოლოდ ერთი რიგითი მოქალაქის პოზიცია საქართველოში, რადგან ის ინარჩუნებს დიდ გავლენას, პატივისცემას და ნდობას საზოგადოებისგან და იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც დაარსა. მისი ზეგავლენა რჩება და ამას არც ვუარყოფ. არის თუ არა ის სწორი ყოველთვის, როცა კომენტარს აკეთებს?! – არა, ისევე, როგორც მე არ ვარ ყოველთვის მართალი. ის ადამიანია“, – აღნიშნა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავჯდომარის მოსაზრებით, ივანიშვილი პოლიტიკიდან არ უნდა წასულიყო, რადგან იმ პოლიტიკური ძალის შექმნის პროცესი დაესრულებინა, რომელიც დაარსა. „მიზეზი,თუ რატომ წავიდა ის პოლიტიკიდან, არის ის, რომ მას არ სურდა მესიას ტრადიციის გაგრძელება საქართველოში, რაც აქამდე ხდებოდა. მე ვურჩევდი ბიძინა ივანიშვილს, რომ არ წასულიყო ასე ადრე, იმისთვის, რომ დაესრულებინა პოლიტიკური ძალის შექმნის პროცესი. სამწუხაროდ ის წავიდა, თუმცა მისი გავლენა არ გამქრალა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. დავით უსუფაშვილის კომენტარის თარგმანი, "რუსთავი 2"–მა გაავრცელა.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)