06:31 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 13:49:22, 844 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელმა რომის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში შეხვედრა გამართა

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რომის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სტუმრობით დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიელ ექსპერტებთან და მკველვარებთან საუბრისას თინათინ ხიდაშელმა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსა და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. აღინიშნა რუსეთის ფაქტორები თუ გზავნილები და მათი გავლენა დღევანდელ მსოფლიოზე.

„ნებისმიერი ვიზიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვესაუბრებით ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებიდან მონაწილენი არიან. ვესაუბრებით ექსპერტებს, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ, ამზადებენ მოსაზრებებს, საკუთარ ხედვებს და აცნობენ გადაწყვეტილების მიმღებებს. გვქონდა ფანტასტური შესაძლებლობა იტალიის ერთ-ერთ წამყვან კვლევით ორგანიზაციაში შევხვედროდით ექსპერტებს. ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რომელიც დღევანდელ სამყაროს აქვს, რუსეთის გზავნილებზე, მოლოდინებზე. ვისაუბრეთ ტერორიზმის საფრთხეებზე, საქართველოს როლზე“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ.

საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი გრეკომ თავდაცვის მინისტრის ექსპერტებთან შეხვედრა დადებითად შეაფასა.

„ვფიქრობ, მინისტრ ხიდაშელთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, რადგან მან იტალიის საზოგადოებას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. მსგავსი სახის შეხვედრებს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე დიდი მნიშვნელობა აქვს.

სამიტზე კვლავ დადასტურდება ნატოს ღია კარის პოლიტიკა, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრინების პერსპექტივაა და ასევე აღიარება, რომ ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა რეფორმირების თვალსაზრისით. დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი პრობლემატური საკითხი განვიხილეთ, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხვდება“, - განაცხადა ენტონი გრეკომ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics