|
2016-07-01 13:12:40, 1054 ნახვა
სამართალი
ოთარ კახიძე: ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა თეა წულუკიანს ეკისრება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ოთარ კახიძის თქმით, ახმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა მაშინდელ მთავარ პროკურორს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ეკისრება. „საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ტერორიზმში ეჭვმიტანელი ახმედ ჩატაევი გაათავისუფლა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ 2013 წლის 30 მაისის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, მას ჰქონდა საშუალება გაეუქმებინა ქვემდგომი პროკურორის ის გადაწყვეტილები, რომელსაც არ ეთანხმებოდა. ასევე, შეეცვალა ეს გადაწყვეტილება. ახმედ ჩატაევის გათავისუფლება ვითომდა მტკიცებულებების არ არსებობის გამო საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით მოხდა, რის შემდეგაც მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. აღნიშნულზე პირდაპირი პასუხისმგებლობა საქართველოს პროკურატურის მაშინდელ პირველ პირს, იუსტიციის მინსიტრ თეა წულუკიანს აქვს“, - აცხადებს კახიძე. შეგახსენებთ, „როიტერსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახმედ ჩატაევი თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნული უარყო. აჰმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის ოპერაციის დროს დააკავეს. 2012 წლის დეკემბერში თბილისის სასამართლომ ჩატაევს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. თურქული მედიის ცნობით, აჰმეთ ჩატაევი 2013 წელს “ისლმაურ სახელმწიფოს” შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. ტერაქტს 43 ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)