|
2016-06-29 11:56:07, 1351 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ტერორიზმი მთელმა კაცობრიობამ ხისტად და დანდობის გარეშე უნდა ამოვძირკვოთ ჩვენი რეალობიდან
ვიცი-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სოციალურ ქსელში თურქეთში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს შავი ჭირია. რომელიც სპობს ყველაფერს, რასაც შეეხება : ქალს, კაცს, ბავშვს, ასაკოვანს და ახალგაზრდას... პლანეტის ნებისმიერ წერტილში, განურჩევლად ეროვნებისა. ამ საშინელებასთან ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ, ასევე განურჩევლად ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა, ასაკისა თუ სქესისა... სტამბოლში საშინელება მოხდა, ეს ტერაქტი ამ გამოუცხადებელი ომის სისხლიან ქრონიკაში ჩაიწერება, როგორც კიდევ ერთი ტკივილი, აღშფოთება და უდიდესი ადამიანური ტრაგედია... ვუსამძიმრებ ყველას. დღეს ჩვენ თითოეული დაღუპულის ოჯახი უნდა გავამხნევოთ, დღეს ჩვენ თითოეული დაჭრილის გვერდით უნდა დავდგეთ. ჩვენ - მთელმა კაცობრიობამ არა მარტო უნდა დავგმოთ ტერორიზმი და ვიგლოვოთ მსხვერპლი, არამედ ხისტად და დანდობის გარეშე უნდა ამოვძირკვოთ ეს ბოროტება ჩვენი რეალობიდან! თანადგომა და თანაგრძნობა თურქ ხალხს და მთავრობას, სამძიმარი და ნუგეში მსხვერპლის ახლობლებს... მე მწამს, რომ ეს ომი სიკეთის გამარჯვებით, გონიერი კაცობრიობის გამარჯვებით დასრულდება... რაც შეიძლება სწრაფად და მოკლე დროში“, - ნათქვამია ვიცე-პრემიერის განცხადებაში. ცნობისთვის, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმების შედეგად მსხვერპლი იზრდება, ბოლო მონაცემებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა. თურქული მედიის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობამ 147 მიაღწია.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)