06:24 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 15:31:09, 796 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ევროპაში აშშ-ის სარდლობის წარმომადგენლები ეწვივნენ

ევროპაში აშშ-ის სარდლობის წარმომადგენლები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეწვივნენ.

უწყების ინფორმაციით, ამერიკელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ უმასპინძლეს.

ვიზიტი ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების „Jackal Stone“-ის მომზადების პროცესის ფარგლებში განხორციელდა. ვიზიტის მიზანი აღნიშნულ სწავლებაში ჩართული უწყებების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაა.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი სამხედრო სწავლებების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსგავს წვრთნებს საქართველოსთვის პრაქტიკულთან ერთად პოლიტიკური შედეგები მოაქვს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ახლახან ჩატარებულ ქართულ-ამერიკულ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“-ზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა ჩამოსული საქართველოში. მათი ამოცანაა, საბოლოოდ შეამოწმონ თუ რამდენად სწორად და დროულად მიმდინარეობს საერთაშორისო უწყებათაშორისი სწავლების მომზადება. სწავლებაში ჩართულია როგორც ამერიკული, ასევე ქართული მხარის სხვადასხვა უწყებები. ეს სწავლება კარგი ტესტი იქნება იმის გასარკვევად,  რამდენად ეფექტიანია ჩვენი კრიზისების მართვის სისტემა და რა იქნება გასაუმჯობესებელი ამ სისტემის გამართული მუშაობისთვის“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

სწავლება „Jackal Stone“-ის ჩატარება აგვისტოში იგეგმება, მასში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ევროპული სარდლობისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის 500-მდე სამხედრო მოსამსახურე. ქართული მხრიდან წვრთნებში ჩართული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 130 წარმომადგენელი. თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ჩართულობა სწავლებაში  ლოგისტიკური მხარდაჭერის აღმოჩენას გულისხმობს.

სწავლების სცენარი ანტიტერორისტული და საპოლიციო ოპერაციების ჩატარებას მოიცავს. წვრთნებში აქტიურად  გამოიყენებენ სატრანსპორტო და სადაზვერვო ავიაციის ელემენტებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics