|
2016-06-25 14:04:24, 1106 ნახვა
რეგიონი
ეკომიგრანტ ოჯახებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, ლეილა ბალაძის 7-სულიან ეკომიგრანტ ოჯახს ესტუმრნენ და ცენტრ “აფხაზეთის“ წარმომადგენლებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს. მინისტრმა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც მოინახულა და მათთვის გადაცემული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერა. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა “აფხაზეთი“ ეკომიგრანტებს 5 კულტივატორი (მინიტრაქტორი), 6 ბალახის საჭრელი აპარატი (სათიბელა), 4 ჯაჭვური ხერხი, წყლის გამფრქვევი („კერხერი“), წყლის ავზი და სხვა მოწყობილობები დაურიგა. „საქართველოში ეკომიგრანტების საარსებო წყაროების შესაძლებლობების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, სულ 42 ოჯახი დაფინანსდა, მათ შორის 36-ს მსხვილფეხა პირუტყვი გადაეცა. აღნიშნულ პროექტს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი“აფხაზეთი“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ეკომიგრანტ ოჯახებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით სპეციალური ტრენინგიც ჩაუტარდათ. აჭარის მთავრობამ კი, იმ ეკომიგრანტ ოჯახებს, რომლებიც სტიქიამ აჭარის რეგიონში დააზარალა ახალ სახლში გადასასვლელად ტრანსპორტირების ხარჯებისთვის დამატებით 1500 ლარი გამოუყო. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან 2014 წელს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გასულ წელს 53 საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები შეისყიდა. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვის პარალელურად, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, მათ საჭიროებებზე მორგებული, მცირე გრანტებიც გადაეცათ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)