05:42 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 19:34:50, 937 ნახვა

სამხედრო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლკოვნიკ მალხაზ მერლანის საჯარო ლექცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლკოვნიკ მალხაზ მერლანის საჯარო ლექცია გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მრჩეველთა ჯგუფის მრჩეველმა უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია მალიში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შესახებ წაუკითხა.

ლექციის დაწყებამდე ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ფარეშიშვილმა მიმართა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი ხუთი თვის განმავლობაში მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM Mali) საქართველოს სამხედრო წარმომადგენლად მუშაობდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დღევანდელ შეხვედრაზე მან ყურადღება აღნიშნულ მისიაში საქართველოს მონაწილეობისა და მიღებული გამოცდილების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უწყების პრიორიტეტებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ ლექციებს დედაქალაქისა და რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგულარულად მართავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics