|
2015-02-28 14:28:21, 1826 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნემცოვის მკვლელობის მთავარი ვერსიები გამოაქვეყნა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარი ვერსიები გამოაქვეყნა. კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, განიხილება ვერსია, რომელიც დაკავშირებულია ისლამურ ექსტრიმისტებთან, რადგან, მისი თქმით, ნემცოვი ბოლო დროს „შარლი ებდოზე“ პოზიციის გამო ბევრ მუქარას იღებდა. გამოძიება ასევე რუსეთში დესტაბილიზაციის მიზნით, პროვოკაციის მოწყობის ვერსიას განიხილავს. გარდა ამისა, საგამოძიებო კომიტეტი იძიებს ნემცოვის უკრაინასთან კავშირებს, მის კომერციულ საქმიანობასა და პირადი მოტივებით მკვლელობის შესაძლებლობას. მარკინის თქმით, გამოძიებამ მნიშვნელოვან შედეგებს უკვე მიაღწია. დაკითხულია ნემცოვის მეგობარი გოგონა, რომელიც მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. როგორც საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, მკვლელები სავარაუდოდ ნემცოვის გადაადგილების მარშრუტების შესახებ კარგად იყვნენ ინფორმირებული და დანაშაულიც კარგად დაგეგმეს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)