|
2016-06-09 22:32:58, 1293 ნახვა
სხვადასხვა
კვირიკაშვილი: წვიმიანი ამინდი საქართველოს მთავრობის ორგანიზებულია, რომ ხაზი გაუსვას საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებულ მეგობრობას
"საიდუმლოს გაგიმხელთ - ასეთი ამინდი (წვიმიანი) სპეციალურად საქართველოს მთავრობის მიერაა ორგანიზებული საიმისოდ, რომ ხაზი გაუსვას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებულ მეგობრობას" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის ეროვნული დღესასწაულის - დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. "საიდუმლოს გაგიმხელთ - ასეთი ამინდი [წვიმიანი] სპეციალურად საქართველოს მთავრობის მიერაა ორგანიზებული საიმისოდ, რომ ხაზი გაუსვას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებულ მეგობრობას... ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ გასული მეოთხედი საუკუნის მანძილზე ჩვენ არ გვყოლია გაერთიანებულ სამეფოზე უკეთესი მეგობარი. თქვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით იდექით, რთულ მომენტებშიც კი, და გვაწვდიდით გონივრულ რჩევასა და გულუხვ დახმარებას. გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წლის აპრილში აღიარა და მას შემდეგ იგი უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და, რაც მთავარია, მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვაფასებთ უსაფრთხოების დიალოგსა და თანამშრომლობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსთან გვაკავშირებს. ბრიტანელი და ქართველი ჯარისკაცები ნატოს მისიაში, ავღანეთში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან,"- განაცხადა პრემიერმა. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლს, რომელსაც საქართველოში მისიის ვადა ეწურება, ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის. "ერთი მხრივ, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს მისი უდიდებულესობა დედოფლის სადღეგრძელოს შესმის საშუალება, მეორე მხრივ ვიცი, რომ მალე ჩვენ უნდა გამოვემშვიდობოთ ელჩს, მის აღმატებულება ალექსანდრა ჰოლ ჰოლს. საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებისას, მე მქონდა ელჩთან შეხვედრის უდიდესი სიამოვნება. საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობები შესანიშნავად ვითარდება და ეს დიდწილად ელჩის დაუღალავი ძალისხმევის შედეგია, რომელიც ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას ცდილობს. რადგან თქვენი პოსტის დატოვების დრო ახლოვდება, მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად,"-აღნიშნა პრემიერმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)