|
2016-06-08 13:21:36, 1132 ნახვა
რეგიონი
ბათუმი მე-8 საერთაშორისო გარემოსდაცვით მინისტერიალს მასპინძლობს
8-10 ივნისს ბათუმში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის" რიგით მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალი გაიხსნა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში 56 ქვეყნიდან დაახლოებით 600-მდე დელეგატი ჩამოვიდა, რომლებიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებზე მუშაობენ. მინისტერიალის ძირითადი თემებია „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში" და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის". ამასთან, კონფერენციის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის". კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან ბახმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სიტყვით მიმართეს. ,,ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია, რომ გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია ,,გარემო ევროპისათვის" სწორედ ჩვენს ქალაქში იმართება. ჩვენი ქალაქი ბოლო წლებია პოპულარულ ტურისტულ მიმართულებასთან ერთად სართაშორისო კულტურული, სპორტული თუ სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარების ადგილად იქცა. მჯერა, რომ მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება წარმატებით ჩატარდება და ბათუმი მომავალშიც დარჩება მსგავსი ღონისძიებების ღირსეული მასპინძელი", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. მინისტერიალი „გარემო ევროპისთვის" წარმოადგენს გაეროსთან არსებული ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონში მდებარე წევრი-სახელმწიფოების უნიკალურ პარტნიორობას. პირველად "გარემო ევროპისთვის" მინისტერიალი 1991 წელს, ჩეხოსლოვაკიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინიცირებით, ქ. დობრისში ჩატარდა. ამ დროისთვის სულ 7 კონფერენცია გაიმართა. ჩეხეთის გარდა შეხვედრები გაიმართა შვეიცარიაში (ლუცერნი, 1993), ბულგარეთში (სოფია, 1995), დანიაში (ორჰუსი, 1998), უკრაინაში (კიევი, 2003), სერბეთსა (ბელგრადი, 2007) და ყაზახეთში (ასტანა, 2011). კონფერენცია - „ბათუმი 2016" სასტუმრო „შერატონ ბათუმში" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)