|
2016-06-03 13:37:24, 1488 ნახვა
კომენტარი
მამუკა ახვლედიანი: არ არის საურველი, მოსამართლე ოჯახის წევრს ბინის ქირას უხდიდეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, ტელევიზიიდან შეიტყო იმ ინფორმაციის თაობაზე, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს, სახელწმიფოს ხარჯზე ოჯახის წევრისგან ჰქონდა ბინა ნაქირავები. ახვლედიანის თქმით, კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსამართლისთვის ბინის ქირის გადახდას იმ შემთხვევაში, თუ ის რეგიონიდანაა, ან მოსამართლის მოვალეობას რეგიონში ასრულებს. "ნამდვილად არ არის საურველი, რომ ოჯახის წევრს უხდიდეს თანხას, მაშინ დამანატის სახით განუსაზღვრავდნენ და არა კონკრეტულად ხელშეკრულების სახით",-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა და დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევის შესახებ აქამდე არ სმენია. "თუ მსგავსი ფაქტი მოხდა, ამაზე რეაგირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მოეხდინა, თუმცა საბჭო სხვა საქმეებითაა დაკავებული და მათ ასეთი საქმეებისთვის, როგორც ჩანს, არ სცალიათ",-აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა. ინფორმაციისთვის, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამართლეების საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხარჯებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში პირად საკუთრებაში არ აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით, ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ბინას საკუთარი ოჯახის წევრისგან ქირაობდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)