|
2016-06-03 12:42:59, 1430 ნახვა
კომენტარი
ლევან მურუსიძე: ყველა თანხმდება, რომ ადრე ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე გავლენები იყო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ ადრე ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე გავლენები იყო. როგორც მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო სისტემაში ხარვეზები არსებობს, თუმცა სასამართლო დღეს ყველასგან დამოუკიდებელია და იმ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც მას მიაჩნია სწორად. "იმაზეც ვთანხმდებით, რომ დღეს სასამართლო გაცილებით უკეთესია, ვიდრე იყო ადრე. იმედი მაქვს, მომავალში გაცილებით უკეთესი გახდება. ამიტომ, ვისაც სურს, რომ სასამართლო იყოს ძლიერი საქართველოში, ამოუდგნენ გვერდით სასამართლო კორპუსს და სასამართლო სისტემას. კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ლანძღვა მიუღებელია",-აღნიშნა მურუსიძემ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავი შეიკავონ: " მიხედონ თავინათ საქმეს და იმ თემებზე ისაუბრონ, რომლებიც მათ ეხებათ",-განმარტა ლევან მურუსიძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)