|
2015-02-26 17:16:00, 1944 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკმა საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა უწოდა
დონალდ ტუსკმა საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა უწოდა. მან, საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესზე ისაუბრა. „საქართველო აღმოსავლეთ პარრტნიორობის მოწინავე ქვეყანაა. ეს არ არის კომპლიმენტი, ეს ფაქტია. ვიზის ლიბერალიზაციის მხრივ, ჩვენ ველოდებით შედეგს, დადებით რეკომენდაციებს და იმედი მაქვს, ჩვენი შემდეგი შეხვედრა რიგაში, ამ მიმართულებით წარმატებული იქნება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმთან ე.წ შეთანხმების გაფორმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)