|
2015-02-26 10:50:05, 4469 ნახვა
სხვადასხვა
შსს-ს არქივმა კრებულის და ფილმის პრეზენტაცია გურიის რეგიონში გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და მედიასახლ -„გურია NEWS“-ის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით, ჩოხატაურში, კინოთეატრ „გურიაში“ გაიმართა ღონისძიება - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“. ღონისძიებას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი მდინარაძე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და ჟურნალისტები. აღსანიშნავია, რომ დამსწრეებს შსს-ს არქივის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი - „ვინ მოკლა ილია...“ წარუდგინეს, რომლის ჩვენებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პერმანენტულად მიმდინარეობს. ასევე გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული წიგნის - „არქივის კვალდაკვალ - ჩოხატაური“ პრეზენტაცია. კრებულში აღწერილია საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდგომი პერიოდი: თუ როგორ მზადდებოდა 1924 წლის აჯანყება, როგორ ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლება ეკლესიებს და რა მეთოდებით აწარმოებდა ანტირელიგიურ კამპანიას. წიგნში აგრეთვე წარმოდგენილია დახვრეტილთა სიები, „სამეულთა“ სხდომების ოქმები და გურულ რევოლუციონერთა მოგონებები. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების სამსჯავროზე პირველად იყო გამოტანილი ქართველი ბოლშევიკის, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის, მიხეილ კახიანის მოხსენება გურულების განათლებულობასა და პოლიტიკურ აქტივობაზე. ამას გარდა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საარქივო დოკუმენტების საფუძველზე მომზადებული თემატური ბანერების ექსპოზიცია.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)