|
2016-05-27 16:52:56, 1511 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მიხეილ გიორგაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რობი უილიამსის კონცერტზე მისვლა 17:00 საათიდან დაიწყონ
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რობი უილიამსის კონცერტზე დასწრების მსურველებს მოუწოდებს, „დინამო არენაზე“ მისვლა 17:00 საათიდან დაიწყონ. როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონცერტზე დასასწრები 38 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული. მისივე თქმით, დინამო არენაზე კონცერტის მოსამზადებელი სამუშაოები 17:00 საათიდან დაიწყება, რობი უილიამსის გამოსვლამდე კი, დიჯეი და ბენდი იქნება. მინისტრის ინფორმაციით, გამოყოფილია ადგილები, სადაც გამაგრილებელი სასმელები გაიყიდება. „მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ 17:00 საათიდან დაიწყონ მოსვლა, რადგან 38 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული, ხალხის დიდი მასაა მოსასვლელი, იმისთვის, რომ რამე დისკონფორტი არ შეიქმნას, არ შეიქმნას ზედმეტად საცობები, მობრძანდით უფრო ადრე, დაგხვდებათ ძალიან სასიამოვნო, უჩვეულო გარემო, იმ თვალსაზრისით, რომ ამ მასშტაბის, ხარისხის სცენა, ტექნიკა, ჯერ ყოფილა დამონტაჟებული არც ერთ ღონისძებაზე საქართველოში. გარდა ამისა, სასიამოვნო მუსიკა იქნება ჩართული“,-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. კულტურის მინისტრი კონცერტის დაწყების ზუსტ თარიღს არ ასახელებს. „დაწყების საათი რომ ვთქვა, 38 ათასივე ადამიანი ერთდროულად მოვა. დაახლოებით 19:00 საათიდან დაიწყება კონცერტის დაწყების მოსამზადებელი პერიოდი. კონცერტი პირდაპირ რობი უილიამსის სცენაზე გამოსვლით არ იწყება. მანამდე ბენდი იქნება, იქნება დიჯეიც, რომელიც გაართობს ადამიანებს. შემდეგ გარკვეული პერიოდი დაეთმობა სცენის გადაწყობას. შემდეგ უკვე დაიწყება რობი უილიამსის კონცერტი“, - განმარტა მიხეილ გიორგაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)