|
2016-05-25 12:44:03, 1317 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბულვარში ზაფხულის ტურისტულ სეზონს გახსნის
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 28 მაისს ბულვარში ზაფხულის ტურისტულ სეზონს სპეციალური ღონისძიებით გახსნის. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ერთღიანი ღონისძიების ფარგლებში საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიასა და ბულვარის ახლად რეაბილიტირებულ ხეივნებში მასშტაბური კონცერტი და გასართობი პროგრამაა დაგეგმილი. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება დღის 11 საათზე, ბულვარის ცენტრალურ ფანტანებთან წყლის ფარდის შოუთი გაიხსნება. ღონისძიებას „შუა ქალაქის“ მსახიობები ბაჩო ქაჯაია და ნოდარ გურგენაშვილი წაიყვანენ. დღის განმავლობაში სპეციალური დეკორაციებითა და განათებებით გაფორმებულ ბულვარში ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ბენდების Nemo, Strawberry Fields, Sound Lab, მოსიარულე დრამერების კონცერტებს დაესწრონ და ზაფხულში დასვენებასთან ასოცირებულ სხვადასხვა აქტივობებში, მასტერკლასებსა და შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა. ღონისძიების მრავალფეროვანი პროგრამა ყველა გემოვნებისა და ასაკის ადამიანის გართობასა და დასვენებაზეა გათვლილი. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაციაც. ბათუმში არსებული სასწავლებლების ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ლაშქრობები მაღალმთიანი აჭარის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე: ველო ტური მირვეთში, მაჭახელას თოფის გზა, ღვინის და კულინარიული ტური ვაიოში, სათავგადასვლო ტური შუახევში და ლაშქრობა მტირალაზე. ბულვარის ტურისტულ საინფორმაციო ცეტრთან მოეწყობა ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია. სპეციალურად სეზონის გახსნის ღონისძიებისთვის აჭარაში ყველაზე ვიზიტირებადი ადგილები იქნება უფასო. 28 მაისისთვის, მსურველებს საშუალება ექნებათ ბათუმის ბოტანიკური ბაღს, გონიოს ციხეს, ნობელების მუზეუმს, არქეოლოგიური მუზეუმსა და მუნიციპალიტეტებში არსებული მუზეუმებს უფასოდ ეწვიონ. სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებებს შესთავაზებს ბულვარის სანაპირო ზოლთან მობილიზებული საზღვაო სასეირნო ტრანპორტი -იახტები, პარაშუტები და კატამარანი, ასევე ბულვარში არსებული სხვა გასართობი ობიექტებიც (ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ბილიარდი, ტენისი). სანაპირო ზოლზე დაგეგმილია უფასო ფიტნეს, იოგა და სპორტული ღონისძიებები. ღონისძიება დილით 11 საათზე დაიწყება და საღამოს 3 საათამდე გაგრძელდება.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)