|
2016-05-24 18:41:24, 1423 ნახვა
კომენტარი
გია იანტბელიძე: კორცხელში ვიყავი იმიტომ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ
ის, რომ მე კორცხელში ვინმეზე ვძალადობდი ცრუ ინფორმაციაა, - ასე გამოეხმაურა მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მოქმედი მწვრთნელი, გია იანტბელიძე, "ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას, კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. როგორც იანტბელიძემ აღნიშნა, ის კორცხელში იმყოფებოდა, როგორც "ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. "“ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ და ჩავედი. ჩემი გულიდან გამომდინარე ჩავედი და დავფიქსირდი იქ, ჩემს მეგობრებთან ერთად. გაცხარებული ჩხუბის დროს თქვენ უფრო კარგად დაინახეთ იქ რაც ხდებოდა. ყველამ დააფიქსირა იქ ვინ რას აკეთებდა და თქვენ თვითონ ნახეთ, მე იქ რა როლი მეჭირა. მე რომ დავიწყო ახლა ვაშველებდი-თქო, მერე იტყვიან, თავს იმართლებსო და ყველაფერია თავიდან ბოლომდე გადაღებული. მე რომ იქ მონაწილეობას ვიღებდი და ვინმეზე ვძალადობდი ეს ცრუ ინფორმაციაა. ძალადობა დასაგმობია და არ შეიძლება. ეს რომ ჩხუბი და რაღაც შეხლა-შემოხლა მოხდა ძალიან ცუდი ფაქტია და თვითონაც კარგად ხვდებიან“, - განაცხადა გია იანტბელიძემ. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მედია მდივან ირამა ნადირაშვილის განცხადებით, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე მონაწილეობდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ჭიდაობის ფედერაციას და სპორტის სამინისტროს მიმართავს, გია იანტბელიძე მწვრთნელის პოზიციიდან გადააყენონ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)