|
2016-05-23 19:29:14, 866 ნახვა
სამართალი
პრობაციის სისტემაში დროებითი რეგისტრაციისა და ვიდეოპაემნის გადასახადები გაუქმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გადაწყვეტილებით, პრობაციის სისტემაში სხვადასხვა სერვისებზე გადასახადები გაუქმდა. ამის შესახებ რუსთავში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისის გახსნაზე მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა. ახალი კონცეფციის ოფისებში მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისის უფასოდ მიღების შესაძლებლობა ექნებათ. მინისტრის განცხადებით, გაუქმდა ორი გადასახადი: დროებითი რეგისტრაციისა და ვიდეოპაემნის სერვისის საფასური. „თუ მსჯავრდებულთან შესახვედრად ოჯახის წევრს დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება არ აქვს, შესაძლებლობა ექნება ამ ოფისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ დაწესებულებას დაუკავშირდეს და 15 წუთის განმავლობაში არა მარტო უფასოდ გაესაუბროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრს, არამედ მისი გამოსახულებაც დანახოს“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კონცეფციის პრობაციის ბიუროები ეტაპობრივად ყველა რეგიონში გაიხსნება.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)