15:54 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 19:05:35, 926 ნახვა

სამართალი
პრობაციის სისტემაში დროებითი რეგისტრაციისა და ვიდეოპაემნის გადასახადები გაუქმდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  გადაწყვეტილებით, პრობაციის სისტემაში სხვადასხვა სერვისებზე გადასახადები გაუქმდა.  ამის შესახებ რუსთავში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისის გახსნაზე მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა.   ახალი კონცეფციის   ოფისებში  მოქალაქეებს   სხვადასხვა სერვისის უფასოდ მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

მინისტრის განცხადებით,  გაუქმდა ორი გადასახადი: დროებითი რეგისტრაციისა და  ვიდეოპაემნის სერვისის საფასური.

„თუ მსჯავრდებულთან შესახვედრად  ოჯახის წევრს  დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება არ აქვს,  შესაძლებლობა ექნება ამ ოფისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ დაწესებულებას დაუკავშირდეს და 15 წუთის განმავლობაში  არა მარტო უფასოდ გაესაუბროს  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრს, არამედ მისი  გამოსახულებაც დანახოს, “ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა. 

ახალი კონცეფციის პრობაციის ბიუროები ეტაპობრივად  ყველა რეგიონში გაიხსნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგადასახადო სამსახურმა თამარა გვერდწითელის კომპანიის ანგარიშები დაბლოკა
თურქეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვები შეაჩერა შავ ზღვაში უკრაინის მიერ გემებზე თავდასხმის შემდეგ
ტრამპი 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2.7 მილიარდი დოლარით გამდიდრდა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics