00:49 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 14:36:41, 1421 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ახალი სასტუმრო კომპლექსი „Twin Tower“ აშენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე  საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო კომპლექსის „Twin Tower" –ის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მორიგი ახალი სასტუმრო კომპლექსის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონ დოლარს მოიცავს.

მათივე ინფორმაციით,  გრანდიოზულ მშენებლობას ქართული კომპანია „ორბი ჯგუფი" ახორციელებს.

ცნობისთვის, კომპლექსი „Twin Tower" ორ 45 სართულიან კორპუსს აერთიანებს, სადაც 4 500 სასტუმრო ნომერი განთავსდება. კომპლექსი „Twin Tower" მსოფლიოში მე-6 აგილზე იქნება სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ.

იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში განთავსების ადგილების გაზრდასა და ტურიზმის განვითარებაში. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ცერემონიალს ესწრებოდნენ ქალაქის მერი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.

სასტუმრო კომპლექსის „Twin Tower" –ის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და 19 თვეში დასრულდება. მშენებლობის პროცესში 1500, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 3000 ადგილობრივი დასაქმდება. სასტუმრო კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და მის ტერიტორიაზე განთავსდება-რესტორნები, კაფეები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, ღია და დახურული აუზები, ღია და დახურული ტერასები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, სპა-სალონი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები, საკონფერენციო დარბაზები და ავტოსადგომები. 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics