|
2016-05-21 21:20:59, 1574 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საბრძოლო ხელოვნებების მსოფლიო ფესტივალი გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეიხა ბინთ ჰამად ალთჰანისთან და რეგიონის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილესთან ლადო მგალობლიშვილთან ერთად ბათუმის სასპორტო სკოლაში მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების ფესტივალის გახსნას დაესწრო. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს კარატე დოს ეროვნული ფედერაცია. ფესტივალის ფარგლებში ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების აკადემიის პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი (კრავმაგის ინსტრუქტორი) გაბი მიხაილი ჩაატარებს სემინარების ციკლს კრავმაგაში, (კრავმაგა ახლო კონტაქტურ ბრძოლას ნიშნავს). ფესტივალის სამსაჯო ნაკრებში არის ასევე ყველაზე ტიტოლოვანი თურქი სპორტსმენი ორჰა ოზაკი, ალი ნაშრალახი ეგვიპტიდან, ტომას გუჯა და მასუდ ჯაფარი პოლონეთიდან, რომელიც ცნობილია ჰოლივუდში გადაღებული არაერთი მხატვრული ფილმიდან. მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. იგი 19 მაისს დაიწყო და 22 მაისს დასრულდება და მასში აღმოსავლური ორთაბრძოლის სხვადასხვა სახეობაში 30 ქვეყნის 2 000 სპორტსმენი მონაწილეობს. ფესტივალის გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა გოგონათა შორის საფინალო შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც ფესტივალზე საპატიო სტუმრის რანგში მოწვეულმა შეიჰამ დააჯილდოვა. ღონისძიებებს წარუღძღვებიან მსოფლიოს უძლიერესი ოსტატები, სემინარებს უხელმღძვანელებს იაპონელი მსოფლიოს უძლიერესი ლეგენდარული ოსტატი სადახიტო კატო.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)