|
2016-05-20 13:16:15, 1388 ნახვა
მსოფლიო
სალაჰ აბდესლამი პარიზის სასამართლოში დასაკითხად პირველად მიიყვანეს
პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი პარიზის სასამართლოში დასაკითხად პირველად მიიყვანეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედიის ინფორმაციით, პარიზიდან 30 კილომეტრში მდებარე ფლერი-მეროჟის ციხიდან სასამართლოში აბდესლამი გაძლიერებული დაცვის თანხლებით გადაიყვანეს. როგორც აბდესლამის ადვოკატმა ფრანკ ბერტონმა განაცხადა, დაკითხვა სავარაუდოდ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოძიება მიიჩნევს, რომ აბდესლამი 2015 წლის 13 ნოებრის პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორია. ცნობისთვის, თავდასხმების სერიას საფრანგეთის დედაქალაქში 130 ადამიანი ემსხვერპლა ბელგიიდან საფრანგეთში სალაჰ აბდესლამის ექსტრადირება აპრილის ბოლოს განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მისი გადაცემის ოპერაცია საიდუმლო ვითარებაში, გვიან ღამით ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ აბდესლამი 18 მარტს ბრიუსელის გარეუბანში დააკავეს. მისი დაკავებიდან 4 დღეში ბელგიის დედაქალაქის აეროპორტსა და მეტროპოლიტენში აფეთქებების სერია განხორციელდა. ტერაქტს 32 ადამიანი ემსხვერპლა. აბდესლამის ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავდასხმების მზადების შესახებ არაფერი იცოდა. აბდესლამთან ერთად, პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ 4 ადამიანია დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)