|
2016-05-20 12:40:32, 1314 ნახვა
რეგიონი
Maroon 5-ის კონცერტის პერიოდში ბათუმში სასტუმრო ადგილები დაჯავშნილია
აჭარაში, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმროების უმრავლესობა ტურისტების დიდ რაოდენობას ელოდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ივნისის მეორე კვირა, ბათუმში Maroon 5-ის კონცერტის პერიოდი. 5-8 ივნისს ბათუმში არსებული საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებში ნომრების უმრავლესობა გაყიდული ან დაჯავშნილია. თავისუფალი ოთახები აღარ აქვთ როგორც არსებულ ბრენდულ სასტუმროებს შერატონს, ჰილტონსა და რედისონს, ასევე ქალაქში არსებულ სხვა მაღალი კლასისა და დაბალბიუჯეტიან სასტუმროებს. ქალაქში ტურისტების დიდ რაოდენობას ელოდებიან ჯაზ ფესტივალის განმავლობაშიც, რომელიც ბათუმში 15-24 ივლისს გაიმართება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტების მზარდ რაოდენობას განსაკუთრებით რეგიონის სამიზნე ქვეყნებიდან ელოდება. რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ქალაქში დაგეგმილი კულტურულ-გასართობი პროგრამების პოპულარიზაციას დეპარტამენტი 10 სამიზნე ქვეყანაში (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია) აქტიურად ეწევა. გარდა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისა, რომელიც წელს რეგიონის სტუმრებს პროექტ „ჰით ბათუმი“- ს ფარგლებში მრავლად ელოდებათ, საშუალება აქვთ მაღალმთიანი აჭარის ახალი და გასულ წელს არსებული ტურისტული მარშრუტებით ისარგებლოს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა. ესენია მირვეთის ექსტრემალური ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი და ქედა-შუახევის გასტრონომიული მარშრუტები.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)