|
2016-05-17 19:37:38, 1067 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის რიგით მეხუთე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის რიგით მეხუთე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო. თინათინ ხიდაშელმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და დიპლომები გადასცა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი და ODC-ის უფროსის მოადგილე, მაიორი ვეინ დალი. „ეს არის ყველაზე მაღალი კურსი საქართველოში არსებულ სამხედრო განათლების სისტემაში. მაღალი რანგის სასწავლებელია და, შესაბამისად, მაღალი რანგის ოფიცრები ამთავრებენ მას. ჩვენს ქვეყანას დასავლეთის ანალოგიურ სკოლებთან ურთიერთობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. აკადემიის ეს კურსიც მთლიანად აწყობილია დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით და მათზე დაყრდნობით. წარმატებებს ვუსურვებ ოფიცრებს, ბევრი მათგანი უკვე სამეთაურო თანამდებობაზეა და ეს გამოცდილება კარიერულ წინსვლაში დაეხმარება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. კურსდამთავრებულებს დიპლომებთან ერთად სამკერდე ნიშნები და სამახსოვრო წიგნები გადაეცათ. წელს სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსი წარმატებით 32-მა მსმენელმა დაასრულა. მათ შორის 31 ოფიცერია, ერთი - სამოქალაქო პირი. კურსი ასევე გაიარა ორმა სერჟანტმა. სამეთაურო-საშტაბო სკოლა 2009 წელს ამერიკელთა ჯგუფის მხარდაჭერით დაარსდა. სკოლა უზრუნველყოფს პროფესიული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორც სამხედრო ხელოვნებასა და მეცნიერებაში, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. არსებული სასწავლო პროგრამა მსმენელებს საშუალებას აძლევს, მიიღონ თანამედროვე სამხედრო განათლება და განავითარონ სამეთაურო-საშტაბო უნარ-ჩვევები ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე.
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)