|
2016-05-14 12:29:54, 1358 ნახვა
მსოფლიო
ხანძარი მადრიდში - ევაკუირებულია 8 ათასი ადამიანი
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის მახლობლად ძველი საბურავების უმსხვილესი ნაგავსაყრელი იწვის, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ინფორმაციით, ქალაქიდან სულ მცირე 8 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, კიდევ 1 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. რეზინის საბურავების ნაგავსაყრელი 10 ჰექტარის ფართობის ტერიტორიას იკავებს. ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის გამო მადრიდი ტოქსიკური კვამლის ღრუბელმა დაფარა. ცეცხლის ჩაქრობას ათობით სახანძრო ბრიგადა სპეციალური ტექნიკისა და ვერტმფრენების გამოყენებით ცდილობს. ეკოლოგები აცხადებენ, რომ რეზინის საბურავების წვის შედეგად ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და გარემოს აზარალებს. როგორც მედია საშუალება იუწყება, ჯერ უცნობია არის თუ არა მსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)