|
2016-05-12 17:38:22, 1001 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი საპარაშუტო კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბოლნისში საპარაშუტო მომზადების სკოლაში პირველადი საპარაშუტო მომზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიას დაესწრო. ცერემონიას ასევე დაესწრო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე. მათ სამხედრო მოსამსახურეებს საპარაშუტო მომზადების კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის მსმენელებმა სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლება გამართეს. სამხედროებმა პარაშუტით საკვალიფიკაციო ნახტომი შეასრულეს. გამოცდილმა ინსტრუქტორებმა კი 1500 მეტრიდან თავისუფალი ნახტომის შესრულების დროს ჰაერში საქართველოს დროშა გაშალეს. „მინდა მივულოცო ამ ახალგაზრდებს კურსის დამთავრება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური ოპერაციული ძალები ახალი ნაკადით შეივსება. გუშინდელი საჰაერო შოუს შემდეგ დღეს ერთგვარად სიმბოლური იყო ქართველი სამხედროების საპარაშუტო კურსის გამოშვება. იმედი მაქვს, რომ 27 მაისს იპოდრომის ტერიტორიაზე მთელი თბილისი მოვა მათ სანახავად“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. სპეციალური ოპერაციების ძალების 14 სამხედრო მოსამსახურე მომზადების პროგრამას 3 კვირის განმავლობაში გადიოდა. სპეცდანიშნულების კურსის მსმენელებს თეორიული და მიწისზედა პრაქტიკული მომზადება ჩაუტარდათ. სწავლების განმავლობაში კურსანტებმა სხვადასხვა სირთულის 5 საპარაშუტე ნახტომი შეასრულეს. სამხედროების მომზადების დონე და დავალების შესრულების ხარისხი სპეციალური ოპერაციული ძალების პროფესიონალმა ინსტრუქტორებმა შეაფასეს. კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა საპარაშუტო მომზადების სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ბოლოს კი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა.
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)