|
2016-05-10 14:09:21, 1485 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: თითქოს ეს პრობლემაა და ქორწინების სახლთან ერთსქესიანთა წყვილების რიგებია
„ქორწინების მიმართ პოზიცია საერთოდ არ არის ჩამოსაყალიბებელი, იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბებულია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ლექციაზე ერთ-ერთი მოსწავლის კითხვის საპასუხოდა განაცხადა, რომლის თანახმადაც საქართველო არის თუ არა შესაბამისობაში ევროპასთან. მოსწავლე დაინტერესდა თუ რას ფიქრობს პრეზიდენტი ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა ქორწინებაზე. მარგველაშვილის თქმით, „როცა გვშია და ვართ ოკუპირებულები ამაზე უნდა ვილაპარაკოთ“? „ქორწინების მიმართ პოზიცია საერთოდ არ არის ჩამოსაყალიბებელი, იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბებულია. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა გვშია და ოკუპირებულები ვართ? რატომ ვიწვევთ ქარიშხალს ჭიქაში. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა არ ისაუბრონ გაჭირვებაზე, სამუშაო ადგილებზე. ამაზე საუბარი მათთვის გამოსავალია. თითქოს, ეს პრობლემაა და ქორწინების სახლთან ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების რიგებია და მათ ქორწინებისთვის პრობლემები ექმნებათ. ეს გამოგონილი თემაა“, - განცხადა მარგველაშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)