|
2016-05-10 12:27:28, 1239 ნახვა
მსოფლიო
Die Welt: “ალ-ქაიდა” სირიაში საკუთარი ხალიფათის შექმნას გეგმავს
ტერორისტული ორგანიზაცია “ალ-ქაიდა” სირიაში საკუთარი ხალიფათის შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt იუწყება. “ალ-ქაიდას” ლიდერმა აიმან ალ-ზავაჰირიმ რადიკალური ისლამის მიმდევრებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და სირიას მსოფლიოს ყველა მუსლიმისთვის დიდი იმედი უწოდა. როგორც Die Welt წერს, ალ-ზავაჰირი მზად არის ხალიფატის შექმნას საკუთარი უფლებამოსილება შეწიროს. “თუ შეიქმნება მუსლიმური მთავრობა და იქნება არჩეული იმამი, მაშინ თქვენი არჩევანი იქნება თქვენი არჩევანი”, - განაცხადა დაჯგუფების ლიდერმა. მედიის ინფორმაციით, ალ-ზავაჰირიმ “ალ-ქაიდასთან” დაკავშირებულ დაჯგუფებას “ალ-ნუსრას ფრონტს” მოქმედების თავისუფლება მიანიჭა. Die Welt ვარაუდობს, რომ “ალ-ქაიდას” ლიდერის განცხადების შემდეგ, ტერორისტებმა შესაძლოა, მოქმედებები გააქტიურონ და ახალი თავდასხმები განახორციელონ. ცნობისთვის, “ალ-ნუსრას ფრონტი” სირიის იდლიბის პროვინციის დიდ ნაწილს აკონტროლებს. გერმანული გამოცემა არ გამორიცხავს, “ალ-ნუსრას ფრონტმა” სირიაში მოქმედ სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)