|
2016-05-06 18:40:57, 1416 ნახვა
მსოფლიო
CNN: აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჰილარი კლინტონის დაკითხვას გეგმავს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ყოფილი სახელმწიფო მდივნისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის დაკითხვას გეგმავს, - ამის შესახებ CNN იუწყება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა კლინტონის რამდენიმე თანაშემწე უკვე დაკითხეს. საქმე ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას სამსახურეობირივი მიმოწერისას კერძო საფოსტო სერვერის გამოყნების საქმეს ეხება. რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტობის კანდიდატმა აღიარა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას 2009-2013 წლებში ელექტრონული მიმოწერის დროს არა სამსახურეობრივი, არამედ საკუთარ კერძო საფოსტო სერვერი შეცდომით გამოიყენა. სულ ჰილარი კლინტონის პირად ფოსტაში შენახული იყო 2200 ელექტრონული წერილი გრიფით “საიდუმლო”. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შემცველი წერილების შენახვა და მათი გაგზავნა კერძო სერვერით უსაფრთხოების წესების დარღვევას წარმოადგენს. როგორც რამდენიმე დღის წინ ამერიკულ ციხეში მყოფმა რუმინელმა ჰაკერმა განაცხადა, კლინტონის მიერ გამოყენებული კერძო საფოსტო სერვერი საერთოდ არ იყო დაცული. CNN აღნიშნავს, რომ გამომძიებლებმა კლინტონის მიერ კანონის შეგნებულად დარღვევის მტკიცებულებები ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს. ჯერ უცნობია, როდის დაკითხავენ ყოფილ სახელმწიფო მდივანს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)