|
2016-05-05 18:35:42, 902 ნახვა
სამართალი
ანა დოლიძე: არასწორია, როდესაც მოსამართლეთა განწესებაზე კულუარული გარიგებების მოთხოვნით მსჯელობენ
არასწორია, როდესაც მოსამართლეთა განწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს არა კანდიდატების კვალიფიკაციით, არამედ კულუარული გარიგებების მოთხოვნით, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ანა დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე თვეა პარალმეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს. “გუშინ პარლამენტის წევრების გაკეთებულმა განცხადებებმა, მოსამართლეთა განწესების საკითხი ჩვენი აზრით, არასწორი მიმართულებით წაიყვანეს. არასწორია, როდესაც მოსამართლეთა განწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს არა კანდიდატურების კვალიფიკაციით და არა სხვა აღიარებული მეთოდებით, არამედ კულუარული გარიგებების მოთხოვნით. საკითხის ამგვარად დაყენება შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლის მაღალ სტატუს და სამართლიანი სასამართლოს იდეას. კულუარული გარიგებები ვერ გადაწყვეტს სასამართლოს წინაშე მდგარ პრობლემებს, მოგეხსენებათ საზოგადოება სამართლიანი მართლმსაჯულების მოლოდინშია”, - განაცხადა ანა დოლიძემ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხის არჩეული პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს თითოეული კანდიდატის ცოდნის, განათლების, კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის ხარისხის მიხედვით. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გუშინ გააკეთეს განცხადება, რომ მოსამართლეთა კანდიდატურებზე კონსულტაციები უნდა გაიმართოს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)