|
2016-05-05 17:33:16, 3250 ნახვა
სპორტი
ხიდაშელი: საქართველოს წარმატების საიდუმლო პროფესიონალ, მოქნილ, ნატოს სტანდარტების შესაბამის ჯარშია
„18 წლის ასაკში რომ იყავით, ქეჩოში მოგკიდებდნენ ხელს და წაგიყვანდნენ ჯარში. როდესაც თქვენ ხართ 18-19-20 წლის ახალგაზრდა და ვიღაც გაიძულებთ, რაღაც გააკეთოთ, შეუძლებელია, ამით იყოთ ბედნიერი. ეს თავისთავად იწვევს იმ აგრესიას და უარყოფით დამოკიდებულებას, რომელიც არსებობდა ახალგაზრდებში და დღესაც არსებობს“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი სავალდებულო სამხედრო გაწვევის საკითხს ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას. თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ქართულ ჯარს ამგვარი იძულება არ სჭირდება. „ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა ქმნის, სწორედ, იმ პრობლემას, რომელიც რეალურად არ არსებობს, ანუ ცარიელ ადგილზე აჩენს აგრესიას და აჩენს პრობლემას. სპეკულაცია იმის შესახებ, რომ, თურმე, ანტისახელმწიფოებრივი საქმით ვარ დაკავებული, იმიტომ, რომ იმ გამოწვევების ფონზე და იმ მაღალი რისკების ფონზე, რომელიც ქვეყანას აქვს, სავალდებულო სამსახურის გაუქმება ნიშნავს რაღაცის დაუკმაყოფილებლობას, ეს არის ან ძალიან ღრმა არაპროფესიონალიზმი ან, უბრალოდ, ტყუილი, რომელიც ახასიათებს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილს. ეს არ მიკვირს... საქართველოს წარმატება არ არის რაოდენობაში, საქართველოს წარმატების საიდუმლო არის პატარა, მაგრამ პროფესიონალ, მოქნილ, ნატოს სტანდარტების შესაბამის ჯარში, რომელსაც შემაკავებლის ფუნქცია აქვს და რომელთან დაპირისპირებაზეც 2-ჯერ და 3-ჯერ მეტად დაფიქრდებიან, ვიდრე მანამდე, სხვა შემთხვევაში დაფიქრდებოდნენ, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ეს არის ქართული შეიარაღებული ძალების წრმატების გასაღები და არა ის, რამდენი ძალით მოყვანილი ახალგაზრდა გვეყოლება, რომლებსაც პრინციპში, მონურ, მონათმფლობელობის პირობებში ვამყოფებთ, დაცვის ფუნქციას ვასრულებინებთ, შეიძლება, იარაღთან შეხება 9 თვის განმავლობაში ერთეულ შემთხვევებში ჰქონდეთ მხოლოდ, შემდეგ ისინი მიდიან, ნეგატიური, ძალადობრივი, სახელმწიფოს მიერ ძალადობით განხორციელებული უარყოფითი განწყობებით ბრუნდებიან საზოგადოებაში და მერე ვრცელდება ის ამბები, რომლებიც ვრცელდება. მე ვამბობ, რომ ეს არ სჭირდება ქართულ ჯარს, ეს არ სჭირდება ქართულ სახელმწიფოს, ეს არ ეხმარება იმ მთავარ ამოცანას, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)