|
2016-05-05 16:52:18, 1455 ნახვა
კომენტარი
ხიდაშელი: როდესაც სამხედრო მოსამსახურე არის ბრძოლის ველზე, უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახი არის დაცული
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას ARMY CARD-ის პროექტის შესახებ ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ეს პროექტი სხვადასხვა ბიზნესკომპანიების მხრიდან ქართული შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გულისხმობს და მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივას უკვე 25 კომპანია გამოეხმაურა. „მომავალი კვირიდან დავიწყებთ ამ კომპანიების დასახელებას და დახმარებისთვის მადლობის თქმას. ეს არის, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ქსელში ფასდაკლებები, ეს არის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა. მთავარი ამოცანა ამ პროექტის არის ის რომ, როდესაც სამხედრო მოსამსახურე არის ქვეყნის სამსახურში, როდესაც ის არის ბრძოლის ველზე, უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახი არის დაცული. ამას მხოლოდ სახელმწიფო, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გააკეთებს ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ახლო წარსულსა და აწმყოს შორის ის განსხვავებაა, რომ ბიზნესმენები პროექტში საკუთარი ინიციატივით ერთვებიან და სამთავრობო უწყებები მათ თანამშრომლობას არ აიძულებენ. „მე პირადად, როგორც თავდაცვის მინისტრს, პრაქტიკულად არცერთ ბიზნესმენთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია, ზუსტად იმ მძიმე გამოცდილებით, რომ თეორიულადაც კი არავის გასჩენოდა რამე ვალდებულების გრძნობა. ეს ვალდებულება ადამიანს ან აქვს, ან - არა. ამას ვერ გაუჩენ, ამას ვერავის დააძალებ. პირველივე დაძახილზე ჩვენ მივიღეთ საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებები, მომავალი კვირიდან ჩვენ ყველა მათგანს მადლობას გადავუხდით და მათ შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)