|
2016-05-04 19:20:37, 1398 ნახვა
სხვადასხვა
TBILISI OPEN AIR 2016 საინფორმაციო მხარდამჭერი "ექსპრესნიუსი" იქნება
29, 30, 31 ივლისს, თბილისი რეგიონის მთავარ მუსიკალურ მოვლენას უმასპინძლებს. ქვეყნის მუსიკალურ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ლაინაფის მქონე ფესტივალი ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ახალი იპოდრომის საზღვარზე ჩატარდება. TBILISI OPEN AIR 2016 საინფორმაციო მხარდამჭერი "ექსპრესნიუსი" იქნება. ერთ-ერთი სანდო და რეიტინგული მედიასაშუალების ლოგო განთავსდება TBILISI OPEN AIR 2016 საფრომოუშენო მასალებზე. ამასთან "ექსპრესნიუსი" დაარსებოდან 7 წლის იუბილესაც აღნიშნავს. TBILISI OPEN AIR-ის დებიუტი 2009 წელს შედგა და მას შემდეგ, ყოველწლიურად ათიათასობით ქართველი და უცხოელი მსმენელის მოძრავი მისამართია – ადგილი, სადაც მუსიკა ათავისუფლებს. 2016-ში მისამართი განსაკუთრებული იქნება, სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების ფონს კი თორმეტი ქვეყნის 40-ზე მეტი გამორჩეული არტისტი შექმნის. ისინი დაუკრავენ არა ყველასთვის, არამედ თითოეულისთვის. ფესტივალის მასშტაბი იზრდება, მაგრამ ფასი მცირდება: 16 მაისამდე დღიური ბილეთი 35 ლარი, აბონემენტი 80 ლარი ეღირება, ხოლო ფესტივალის დასრულებამდე – ბილეთი 50, აბონემენტი 120 ლარი. TBILISI OPEN AIR-ის სალაროები 14 აპრილიდან იხსნება – სპორტის სასახლესთან, ასევე ონლაინ მისამართზე: tbilisiopenair.ge მუსიკა ათავისუფლებს - იხილეთ Tbilisi Open Air 2016 - Lineup Promo
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)