|
2016-05-04 15:46:36, 1343 ნახვა
სხვადასხვა
სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, FAO-ს მიერ მოწვეული ექსპერტის მიერ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკანის ბაზაზე მიმდინარეობს სასწავლო ტრენინგი, რომელიც თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერთიფიცირების სამსახურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება სარგავი მასალების ლაბორატორიული კვლევის საკითხებში. უწყების ინფორმაციით, ტრენინგი მიზნად ისახავს სარგავი მასალის ლაბორატორიული ანალიზის, ხარისხის განსაზღვრისა და სერთიფიცირების სრულყოფილი სისტემის შექმნას. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში მეთესლეობის სექტორის გაუმჯობესებისა და თესლისა და სათესლე მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვის სამუშაოებში. აღსანიშნავია, რომ სათესლე მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვა მიმდინარეობს პროგრამის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში, FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)