|
2016-05-04 14:39:22, 864 ნახვა
სამართალი
შემოსავლების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოავლინა
საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, მებაჟე ოფიცრებმა 1 მაისს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილში, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე ნ.ა. მართავდა, ეჭვის საფუძველზე კამერა ზონდის მეშვეობით დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავებში მათ არადეკლარირებული 29068 კაფსულა LYRICA და 560 კაფსულა REGAPEN აღმოაჩინეს. "საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებას. 3 მაისს, ასევე „ვალეს“ კონტროლის ზონაში შემოვიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე კ.ა., რომელსაც კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი SUBUTEX - 3 აბი. 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN KODEIN აღმოჩნდა იმავე დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე შ.ბ.-ის კუთვნილ ხელბარგშიც. ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს",-ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)