|
2016-05-03 18:08:17, 899 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე: ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უცხოელ კოლეგებს 20-მდე შუამდგომლობა გადაეგზავნათ
საქართველოს მთავარი პორკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უცხოელ კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყანაში 20-მდე შუამდგომლობაა გაგზავნილი. როგორც პროკურორმა განმარტა, საქმეზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ვერ მიაწოდებს. "მოგახსენებთ, რომ ამგვარი სახის დანაშაულის გამოძიება სპეციფიური და დროში გაჭიანურებულია, რადგან ის ინფორმაცია და მტკიცებულებები, რაც საჭიროა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, ჩვენს ხელთ არ არის. ამიტომ გვჭირდება ჩვენი უცხოელი კოლეგების დახმარება. შემიძლია, გითხრათ, რომ 20-მდე სამართლებლივი დახმარების შუამდგომლობა გვაქვს გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყანაში, პასუხების ნაწილი მოსულია, ნაწილს ჯერ კიდევ ველოდებით. ჩვენ საქართველოშიც გვაქვს ჩატარებული გამოძიების დიდი ნაწილი, ამ ეტაპზე უფრო მეტს ვერ გეტყვით ამ საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი შოთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)