|
2016-05-03 16:58:04, 1519 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება
"ბიძინა ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ბესელიას თქმით, წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი უანგაროდ, საკუთარი რესურსით ინახავდა ბოტანიკურ ბაღსაც და სხვა ძალიან მნიშვნელოვან და გადარჩენილ ობიექტს. მისივე განმარტებით. წინა ხელისუფლების დროს, უამრავი ქონება გასხვისდა კონკრეტულ პირებზე და ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკუთარი ინტერპრეტაციით ინფორმაციის მიწოდება, სირცხვილია. ‘’ბიძინა ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება. პროცესი მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, თავად ამ ბოტანიკური ბაღის შემდგომი უკეთესი და მათთვის უფრო სასარგებლო პირობებით. მოტივაცია არის ერთადერთი, რომ სარგებელი ნახოს ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც ღირებულია ბაღი და ბუნება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმჯობესია, გვიპასუხოს იმ კითხვებზე, თავის დროზე რომ გასხვისდა, რატომ გასხვისდა ესეც და სხვა უამრავი რამ?! როგორ ხდებოდა ისე, რომ ყველა ქონება გადაყიდული იყო კონკრეტულ პირებზე?! ამ თემაზე მათგან ასეთი ტიპის ინტერპრეტაციები არის ძალიან დიდი სირცხვილი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისთვის ბოტანიკური ბაღის 29 ჰექტარის აუქციონის წესით გადაცემაა დაგეგმილი.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)