09:35 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-30 14:11:06, 1233 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში ულტრამემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის შეტაკება მოხდა

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიის ცნობით, ასობით მემარცხენე დემონსტრანტმა ულტრამემარჯვენე პარტიის შეხვედრის ბლოკირება სცადა. 

პოლიციამ მათ შესაჩერებლად წიწაკის აეროზოლი გამოიყენა. არსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ადგილზე დაახლოებით 1000 სამართალდამცველია მობილიზებული. 

ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებმა დღევანდელი შეხვედრისას ღიად განაცხადეს, რომ ისინი ანტიისლამური მოძრაობის წევრები არიან და რომ მათ გერმანიაში მუსლიმანური თავსაბურავის „ბურქას“ აკრძალვა სურთ. 

სამართალდამცველები დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის რეგიონებს შეუტიეს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებლებმა ლიეტუვის საზღვრის დარღვევის გამო დრონი ჩამოაგდეს
FT: პუტინს არ სურს ტრამპის მიერ უკრაინასთან გამოცხადებული ენერგეტიკული ზავის დადება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics